Accentnews.ge
"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ღამის კლუბების გახსნის თარიღს ასახელებს

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ღამის კლუბების გახსნის თარიღს ასახელებს

07/12/2021 11:29:55 საზოგადოება

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ღამის კლუბები 17 დეკემბერიდან გაიხსნება.

"ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ს მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია. სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი. 17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", - აცხადებს ორაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S