
საგარეჯოში, სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა
07/12/2021 11:12:32 საზოგადოება
საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.