Accentnews.ge
საქართველოში "ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა

საქართველოში "ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა

07/12/2021 10:11:56 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

უწყების ცნობით, "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზის გაკეთება შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ, 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

"სინოვაკითა" და "სინოფარმით" აცრილთათვის კი "ბუსტერ" დოზა შესაძლებელია, გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

"ბუსტერ" დოზად შესაძლებელია, გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

საქართველოში აცრა "სინოფარმის", "სინოვაკის" და "ფაიზერის" ვაქცინებითაა შესაძლებელი. "ფაიზერით" ვაქცინაცია დასაშვებია 12 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S