Accentnews.ge
ღამის კლუბების გახსნის საკითხი ჯერ–ჯერობით კვლავ გაურკვეველია

ღამის კლუბების გახსნის საკითხი ჯერ–ჯერობით კვლავ გაურკვეველია

07/12/2021 08:03:15 საზოგადოება

ღამის კლუბების გახსნის საკითხი ჯერ–ჯერობით კვლავ გაურკვეველია . როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ღამის კლუბების გახსნის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სეგმენტთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

„ორი მხარე აქვს ღამის მუშაობას. რესტორნებზე ჩვენ მოვხსნით შეზღუდვა და მათ შეუძლიათ, შეზღუდვის გარეშე იმუშაონ. რაც შეხება ღამის კლუბებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ, სეგმენტს ფუნქციონირების საშუალება მიეცეს; მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ ცეკვა აკრძალულია, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S