
გიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს
07/12/2021 08:01:15 პოლიტიკა, საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოც განაცხადა.
„რა მოხდა საბჭოზე არ მაქვს პასუხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება - ხოლმე", - განაცხადა ღიბრაძემ.
არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მათ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.