პუტინთან ონლაინ–შეხვედრამდე ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა
07/12/2021 07:44:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ონლაინ–შეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა.
"აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრისა და რუსეთის მზარდი ხისტი რიტორიკის გამო. მათ მოუწოდეს რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელებით დონბასში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის წევრ პარტნიორებთან, რათა შეიმუშაონ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა", – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაიდენსა და პუტინს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები ონლაინ–კონფერენციის რეჟიმში დღეს გაიმართება. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და კიევს ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.


