
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
07/12/2021 06:57:24 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 4 509 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 4 042 პირი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა,
- აჭარა - 194,
- იმერეთი - 804,
- ქვემო ქართლი - 269,
- შიდა ქართლი - 343,
- გურია - 100,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366,
- კახეთი - 258,
- მცხეთა-მთიანეთი - 148,
- სამცხე-ჯავახეთი - 113,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 216 საიდანაც:
6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 602, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 373.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 681 პირი, მათ შორის, თბილისში - 613, აჭარაში - 132, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.
1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 278 - აჭარაში.
37 536 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 779 ადამიანი.