Accentnews.ge
ბლინკენი - ზელენსკის: "რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება"

ბლინკენი - ზელენსკის: "რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება"

07/12/2021 06:21:37 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

ბლინკენმა ზელენსკის დაუდასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

"მე მას გავუმეორე, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

უკრაინის შესახებ დღეს აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S