Accentnews.ge
საფრანგეთი „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე შეზღუდვებს ამკაცრებს

საფრანგეთი „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე შეზღუდვებს ამკაცრებს

07/12/2021 06:09:16 მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად შობის წინ ღამის კლუბები დაიხურება და სოციალური დისტანციის წესები გამკაცრდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღაა, თუმცა 52 მილიონი ადამიანი ვაქცინირებულია და არსებული მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გასული ტალღების დროს. შესაბამისად, შობის წინ კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღების საჭიროება არ არის.

რაც შეეხება ახალ შეზღუდვებს, საფრანგეთში პარასკევიდან ღამის კლუბები ოთხი კვირით დაიხურება. მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებაყოფლობით შეზღუდონ კერძო და პროფესიული შეკრებები, გაამკაცრონ პირბადის ტარების წესების დაცვა.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზების გაკეთება და სოციალური დისტანციის წესების უფრო მკაცრად დაცვა საფრანგეთს მისცემს შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს ლოკდაუნის დაწესება.

ამ დროისთვის საფრანგეთში გამოვლენილია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის 25 შემთხვევა, რომელიც ოფრო საშიშად ითვლევა, ვიდრე "დელტა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S