Accentnews.ge
ინდოეთში პუტინის ვიზიტისას რამდენიმე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

ინდოეთში პუტინის ვიზიტისას რამდენიმე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

06/12/2021 16:30:45 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდოეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნარენდა მოდის შეხვდა.

რუსეთის ლიდერთან ერთად სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრები.

დელიში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

"რუსეთი და ინდოეთი რეგულარულად მართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და მანევრებს და იმედოვნებენ ამ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდისთან შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან.

მანამდე მხარეებმა ინდოეთისათვის ს-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. წინასწარი შეთანხმებით, პირველ კომპლექსებს ინდოეთი წლის ბოლომდე მიიღებს.

7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის ვიდეოკავშირის საშუალებით მოლაპარაკება გაიმართება.

ცნობისთვის: პუტინმა რუსეთი 6 თვის წინ დატოვა, როდესაც შვეიცარიაში, ჟენევაში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სამიტი გაიმართა. მოელოდნენ, რომ პუტინი სექტემბერში ჩავიდოდა დუშანბეში, მაგრამ თვითიზოლაციაში აღმოჩნდა და ვიზიტი ჩაიშალა. წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი რამდენჯერმე ეწვია ანექსირებულ ყირიმს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S