Accentnews.ge
რუსეთში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

06/12/2021 11:49:30 მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. სახელმწიფო სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ ახალი შტამი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ორ მგზავრს აღმოაჩნდა. მგზავრები აფრიკიდან ჩამოსვლის შემდეგ სპეციალურ ობსერვატორიაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც "პისიარ" ტესტების შემოწმების შედეგად ისინი კორონავირუსზე პოზიტიურები აღმოჩნდნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი შემოიღო სამხრეთ აფრიკიდან, იმ ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრებისათვის, სადაც კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არაა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S