Accentnews.ge
თეთრმა სახლმა ბაიდენი-პუტინის მომავალი საუბრის დღის წესრიგის საკითხები დაასახელა

თეთრმა სახლმა ბაიდენი-პუტინის მომავალი საუბრის დღის წესრიგის საკითხები დაასახელა

06/12/2021 10:33:34 მსოფლიო

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ დაადასტურა მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ვიდეო-მოლაპარაკებებს გამართავს. საუბარი უკრაინის ირგვლივ ვითარების გამწვავების ფონზე გაიმართება.

როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის ლიდერები აშშ-რუსეთის ურთიერთობების, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობის თემას, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და რიგ რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.

«პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს, გამოთქვას აშშ-ის შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მოქმედების გამო და დაადასტუროს აშშ-ის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა» - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ორი ლიდერი, მათ შორის ავღანეთისა და ირანის ბირთვული გარიგების საკითხებზეც იმსჯელებს.

თავად ბაიდენმა გასულ პარასკევს აღნიშნა, რომ პუტინთან ხანგრძლივ საუბარს ელის და განაცხადა, რომ აშშ-ისთვის "მიუღებელია რუსეთის მხრიდან რაიმე "წითელი ხაზები" უკრაინის საკითხზე საუბრისას". ამასთან, აშშ-ის ლიდერის თქმით, ის და მისი მრჩევლები ამზადებენ რიგ კომპლექსურ ინიციატივებს, რომლებიც კრემლის აგრესიული მისწრაფებების შეკავებაზეა მიმართული.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ პუტინმა ნატო უკრაინისა და საქართველოს ალიანსში შესაძლო მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა და აღმოსავლეთით ალიანსის არგაფართოებისა და იქ ნატო-ს ინფრასტრუქტურის არგანთავსების იურიდიული გარანტიები მოითხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S