კვიპროსში გაუჩინარებული რუსი ქალების ცხედრები აღმოაჩინეს
06/12/2021 08:05:26 მსოფლიო
კვიპროსში 17 ნოემბერს გაუჩინარებული რუსი ქალების ცხედრები აღმოაჩინეს.
43 და 33 წლის ქალებს ლარნაკაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. პოლიციის ვერსიით, 17 ნოემბერს მუშამ, რომელიც სოფელ კატო-ამიანდოსში სააგარაკე სახლის მშენებლობაზე მუშაობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ქალებს, რადგან ჩათვალა, რომ ისინი მას დასცინოდნენ.
პოლიცია თავიდანვე ეჭვობდა, რომ ქალები ძალადობრივ ქმედებებს ემსხვერპლნენ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახლში ნაპოვნი სისხლის კვალი ერთ-ერთი დაკარგული ქალის იყო, თუმცა ცხედრების პოვნას ვერ ახერხებდნენ.
საბოლოოდ, ეჭვმიტანილმა მკვლელობები აღიარა, ცხედრებს კი სარდაფში მიაკვლიეს.


