Accentnews.ge
თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

06/12/2021 06:44:52 საზოგადოება

ოფიციალურ მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონზე მოდის:

  • თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა,
  • აჭარა – 89,
  • იმერეთი – 270,
  • ქვემო ქართლი – 130,
  • შიდა ქართლი – 83,
  • გურია – 27,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119,
  • კახეთი – 66,
  • მცხეთა-მთიანეთი – 36,
  • სამცხე-ჯავახეთი – 27,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 534, იმერეთში – 1 332.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 104, იმერეთში – 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 39, იმერეთში – 32.

1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 – თბილისში, 257 – აჭარაში; მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის 37 232 პირი; საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S