
საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია
06/12/2021 06:34:37 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 63 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 867 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 809 830 გამოჯანმრთელდა, 12 407 გარდაიცვალა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელია: დღევანდელი – 6,88%, ბოლო შვიდი დღის – 8,13%, ბოლო 14 დღის – 8,56%.
სულ ჩატარდა 2 238 070 აცრა, დღიურად აცრილია 2 674.
5 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.