Accentnews.ge
გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილზე: "თითქოს უკეთესად იყო, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან"

გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილზე: "თითქოს უკეთესად იყო, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან"

05/12/2021 15:57:55 პოლიტიკა, საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღე უკეთ იყო, მაგრამ ნელნელა უკან მიდის.

"ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, ეს ხომ იცით ყველამ ხომ? და ახლა სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს ჩემი შვილი არის ამ სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს. მე არ ვიცი, აქ რომ გადმოიყვანეს რამდენიმე დღე, თითქოს, იყო უკეთესად ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან. ჩემი თვალით, მე ახალა ექიმი არ ვარ, იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი. მანამდე [ფსიქოტროპულ პრეპარატებს] არ იღებდა და ახლა მე არ ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ეს არ არის ჩვეულებრივი ნერვიულობა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება მე არ ვიცი. [...] ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S