
თბილისი და 1 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
05/12/2021 07:51:11 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 3410 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 4732 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 714 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 679 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 035 PCR ტესტით.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 714 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 679 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 035 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა,
- აჭარა - 157,
- იმერეთი - 776,
- ქვემო ქართლი - 179,
- შიდა ქართლი - 210,
- გურია - 87,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 245,
- კახეთი - 182,
- მცხეთა-მთიანეთი - 66,
- სამცხე-ჯავახეთი - 91,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327 საიდანაც:
6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 554, აჭარაში - 551, იმერეთში - 1 309.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში - 590, აჭარაში - 103, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 41, იმერეთში - 34.
1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში.
38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.