Accentnews.ge
7 დეკემბერს ბაიდენი და პუტინი, მათ შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ

7 დეკემბერს ბაიდენი და პუტინი, მათ შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ

05/12/2021 07:47:37 მსოფლიო

თეთრი სახლის გაცხადებით, 7 დეკემბერს აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამართავს.

როგორც თეთრი სახლის პრეს–მდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, შეხვედრა ვიდეო ფორმატით ჩატარდება და ლიდერები, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ:

„ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

მისი თქმით, შეხვედრისას განხილული იქნება ასევე სხვა საკითხები, მათ შორის – კიბერ უსაფრთხოება და რეგიონული პრობლემები.

მედიაში უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ცნობებით, ამერიკის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრას არ გამორიცხავს. კრემლში აცხადებენ, რომ მოახლოებული ინტერვენციის შესახებ ცნობები ტყუილია და არ გამორიცხავენ, რომ ესაა „კამუფლაჟი აგრესიული მიზნების შესანიღბად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S