
ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
04/12/2021 18:42:19 საზოგადოება
ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდმა უმთავრეს კონკურენტს - „დინამო თბილისს“ ხუთი ქულით აჯობა და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. მესამე ადგილი გორის „დილამ“ დაიკავა.
ბოლო ტურში ბათუმელებმა სწორედ „დილას“ უმასპინძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 2:2. ჩემპიონები ოქროს მედლებითა და საჩემპიონო ფარით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ოქროს მედალი კლუბის ფან-კლუბს - „პირატებს" გადასცა და ასე გამოხატა ერთგული ქომაგებისადმი პატივისცემა.