Accentnews.ge
აშშ-ის ელჩი – ლავროვზე: „ნამდვილი საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის“

აშშ-ის ელჩი – ლავროვზე: „ნამდვილი საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის“

03/12/2021 11:04:17 პოლიტიკა

ნამდვილი საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის, - ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტლება ევროპის უსაფრხოების საძირკველში ნაღმია, რომელიც 2008 წელს აფეთქდა.

„უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზებით ჩანს, რომ ნამდვილი საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა ნატოს მოკავშირეებისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ სტაბილურობისა და მშვიდობისთვის ევროპის რეგიონში“, - ამბბოს დეგნანი.

კელი დეგნანის თქმით, ნატოს გენერალური მდივანი იენ სტოლტენბერგი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყვნენ იყო თავიანთ დაპირებაში ნოტოს მინისტერიალზე ამ კვირაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. მისივე თქმით, ეს მესიჯი არ იცვლება ბოლო 13 წელია.

„რუსეთისთვის არც ერთი მიმართულებით არაა საფრთხე საქართველოს, სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელი კავშირის წევრობას აირჩევს, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად“, - ამბობს დეგნანი და ამატებს: „უცნაურია რუსეთის წინააღმდეგობა დღეს, განსაკუთრებით, როცა 90-იანებში რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვეციას, რითიც დაეთანხმა, რომ თითოეულ სუვერენულ სახლემწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი სამხედრო თანამშრომლობა. საქართველოს ასევე აქვს ეს უფლება, გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ან სხვა ორგანიზაციის წევრა სურს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S