Accentnews.ge
პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ აღმართული ჯვარი ახალი პროექტის განხორციელებამდე დარჩება

პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ აღმართული ჯვარი ახალი პროექტის განხორციელებამდე დარჩება

03/12/2021 10:39:33 საზოგადოება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი სამომავლოდ შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად.

„ველოდებით პროექტს. გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდასაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერ–ჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“.

3 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ჯვარს 4 დეკემბერს მოხსნიდნენ:

"მოვიდა პასუხი თბილისის მერიიდან, ხვალ, პარასკევს, მოხსნიან ჯვარს პარლამენტის წინ".

მოგვაინებით მან განმარტა, "რა თქმა უნდა, მერია არ აპირებს აღებას, ამას რომ ვწერდი, არ ველოდი, რომ ბაბლი ასე დაიჯერებდა, რომ კალაძე სეკულარულ ღირებულებებზე ზრუნავს და ამას გაბედავდა. ბოდიში, ვინც დაიტროლეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდა, სად მივექანებით. კონსტრუქცია დამონტაჟებულია ყველა კანონის უგულებელყოფით და არანაირი უფლება არ აქვს, იდგეს იქ. აგრესიული მრევლის მუქარით დაშინებული კანონმდებელი დუმს".

პარლამენტის წინ რკინის ჯვარი 5 ივლისს აღმართეს ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებმაც მედიასა და მოქალაქეებზე სხვადასხვა ადგილას იძალადეს.

პარლამენტის წინ გარდა ჯვრის აღმართვისა, ჰომოფობიურმა, სიძულვილის ჯგუფებმა ორჯერ, 5 და 6 ივლისს ჩამოხსნეს ევროპის დროშაც. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან პასუხისმგებაში მიცემულნი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S