Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

03/12/2021 06:56:33 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 100 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 67 ადამიანი.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 749 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 526 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.75% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.39%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა,
  • აჭარა - 189,
  • იმერეთი - 675,
  • ქვემო ქართლი - 247,
  • შიდა ქართლი - 401
  • გურია - 111,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302,
  • კახეთი - 252,
  • მცხეთა-მთიანეთი - 102,
  • სამცხე-ჯავახეთი - 134,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 550, იმერეთში - 1 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 636 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 126, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 43, იმერეთში - 34. 1 127 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 678 - თბილისში, 256 - აჭარაში. 38 122 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 155 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S