საფრანგეთი ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთთან ერთად პატრულირების განხორციელებაზე უარს აცხადებს
03/12/2021 06:26:51 მსოფლიო
საფრანგეთი ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთთან ერთად პატრულირების განხორციელებაზე უარს აცხადებს.
"საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ბრიტანელ კოლეგას, ბორის ჯონსონს განუცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება არ მიიღებს ლა-მანშის სრუტეში ერთობლივი ბრიტანულ-ფრანგული პატრულირების იდეას, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა", - იუწყება Reuters.
„საფრანგეთი მზადაა განაგრძოს ოპერაციული თანამშრომლობა გაერთიანებულ სამეფოსთან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ბრიტანეთის პოლიცია ან სამხედრო პატრული ჩვენს სანაპიროზე. ეს ჩვენი სუვერენიტეტის საკითხია", - აცხადებს კასტექსი.
მისი თქმით, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისი გაერთიანებულმა სამეფომ უნდა მოაგვაროს.


