ჯო ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა
03/12/2021 06:20:46 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოში "ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი სტრატეგია წარადგინა.
აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას მოგზაურებისთვის. კერძოდ, აშშ-ში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტის გაკეთება გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილები.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, გეგმა ფოკუსირებულია მოსახლეობის ვაქცინაციაზე. ამასთან, 18 მარტამდე, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
„ჩვენ „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტს მეცნიერებით და სისწრაფით ვაჯობებთ, არა ქაოსით და დაბნეულობით. ნაბიჯები, რომელსაც მე ვაცხადებ, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ყველა ამერიკელს გააერთიანებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები აშშ-ის ოთხ შტატშია დაფიქსირებული. აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოსახელობის 60 %-ზე ნაკლები.


