Accentnews.ge
გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

03/12/2021 05:03:40 საზოგადოება

საქართველოს 60-მდე მოქალაქე გერმანიიდან და შვედეთიდან გამოაძევეს. ისინი გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად ცხოვრობდნენ და საქართველოში სპეციალური რეისით დააბრუნეს.

დეპორტირებული მოქალაქეები საქართველოდან წასვლის მიზეზად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებენ.

"არალეგალად ვიყავი და გამომაძევეს. რომ მილხინდეს ხომ არ წავიდოდი", – აცხადებს "მთავარ არხთან" ერთ–ერთი დაბრუნებული.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრონტექსის" წარმომადგენელი ირმა ცირამუა ამბობს, 2021 წლის მონაცემებით ქვეყანაში 1500-ზე მეტი ადამიანი იძულებით დააბრუნეს.

„გერმანიიდან და შვედეთიდან განხორციელდა დეპორტაცია. საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. როგორც თავად აღნიშნავენ, თავშესაფრის მიზეზად ისინი აღნიშნავენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წელს შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო 30-ე დეპორტაცია“, - განაცხადა ირმა ცირამუამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S