Pfizer-ის დირექტორი: "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს ყოველწლიურად სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს მოუწევთ"
03/12/2021 05:46:52 მსოფლიო
კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს ყოველწლიურად სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს მოუწევთ"
მისი თქმით, ამის მიზეზი ვირუსის წინააღმდეგ მოქალაქეების მაქსიმალური დაცვაა და ვაქცინაციას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ალბერტ ბურლამ BBC-ისთან ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ვაქცინა, რომელიც „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია და ახლა კომპანია მუშაობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც, სავარაუდოდ 100 დღეში იქნება მზად.
„ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და გლობალური ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი გადავარჩინეთ. ვაქცინის მიღების გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, ეს გავლენას მოახდენს სხვების ჯანმრთელობაზეც და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს“, - განაცხადა ბურლამ.


