Accentnews.ge
CDC: "აცრილებში გამომუშავებული იმუნიტეტი 5-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე აუცრელი კოვიდ–გადატანილების"

CDC: "აცრილებში გამომუშავებული იმუნიტეტი 5-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე აუცრელი კოვიდ–გადატანილების"

02/12/2021 07:22:41 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილ აუცრელ ადამიანებს 5-ჯერ უფრო ხშირად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე აცრილებს.

კვლევის, რომლის ავტორებიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევრები არიან, მიზანი იყო, დაედგინათ, რამდენად მყარია „კოვიდ-19“-ის შემდეგ ორგანიზმის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი, აცრილი ადამიანების იმუნიტეტთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ აცრილ ადამიანებში გამომუშავებული იმუნიტეტი 5-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე აუცრელი კოვიდგადატანილების.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა აშშ-ის ცხრა შტატის 187 ჰოსპიტლის პაციენტების მონაცემები შეადარეს. 2021 წლის იანვრიდან-სექტემბრამდე ჯამში „კოვიდ-19“-ის სიმპტომებით საავადმყოფოებს 200 000-მა ადამიანმა მიმართა.

მკვლევრებმა აარჩიეს 18 წელს გადაცილებული პირები, რომელთაც „კოვიდ-19“-ის სიმპტომები ჰქონდათ. მათი ნაწილი 3-6 თვით ადრე აიცრა, ნაწილს კი ამავე პერიოდში ჰქონდა გადატანილი „კოვიდ-19“. ეს კრიტერიუმები სულ 7 348 პაციენტმა დააკმაყოფილა. მათგან 1020 იყო აუცრელი კოვიდგადატანილი, ხოლო 6 328 სრულად ვაქცინირებული, რომელთაც მანამდე „კოვიდ-19“ არ ჰქონდათ გადატანილი.

ამ ჯგუფების შესწავლის შედეგად მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „პისიარ“ ტესტის შედეგად „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 324 სრულად ვაქცინირებულს ( 5.1%-ი) და 89 კოვიდგადატანილს ( 8.7%).

მკვლევრები ასკვნიან, რომ „კოვიდ-19“-ის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ ზრდასრულ პირებს შორის, აცრილებში იმუნიტეტი უფრო აქტიურია, ვიდრე კოვიდ–გატანილებში.

მკვლევრების თქმით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მათ შორის ის, რომ აცრილი ადამიანები ნაკლებად იკეთებენ „კოვიდ-19“-ის ტესტს და არ არის გამორიცხული, ზოგიერთ აცრილს მანამდე გადატანილი ჰქონდა ვირუსი. ამასთან, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მათ კვლევაში მხოლდ mRNA-ს ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინებით აცრილები მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S