
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
02/12/2021 07:02:07 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 3731 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 4295 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 151 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 475 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.53%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა,
- აჭარა - 172,
- იმერეთი - 646,
- ქვემო ქართლი - 196,
- შიდა ქართლი - 327,
- გურია - 104,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328,
- კახეთი - 199,
- მცხეთა-მთიანეთი - 86,
- სამცხე-ჯავახეთი - 146,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც:
6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 596, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 389.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 633, აჭარაში - 124, იმერეთში - 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 43, იმერეთში - 32.
1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 253 - აჭარაში.
37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 319 ადამიანი.