Accentnews.ge
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო–ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორედ აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო–ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორედ აირჩიეს

02/12/2021 06:13:19 საზოგადოება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დელეგატების ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევას.

ასამბლეამ გადაწყვეტილება 1 დეკემბერს მიიღო 24-ე სესიაზე, რომელიც მადრიდში მიმდინარეობს. ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კიდევ ოთხი წლით, 2022-2025 წლებში უხელმძღვანელებს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებლემა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მეორე ვადით წარადგინა 2021 წლის იანვარში. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S