Accentnews.ge
ირან-ავღანეთის საზღვარზე ირანელ მესაზღვრეებსა და თალიბებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

ირან-ავღანეთის საზღვარზე ირანელ მესაზღვრეებსა და თალიბებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

01/12/2021 22:15:46 მსოფლიო

ირან-ავღანეთის სახელმწიფო საზღვარზე ირანელ მესაზღვრეებსა და მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. დანაკარგების შესახებ ცნობები მხარეებს არ გაუვრცელებიათ.

«შეტაკება უშიშროების სამსახურების წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად დასრულდა და ახლა ვითარებას შეიძლება, მშვიდი ეწოდოს», - იუწყება ამასთან დაკავშირებით ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

თავის მხრივ, ავღანურმა სააგენტო Aamaj-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებზეც შეტაკებაა ასახული. თანდართულ ტექსტში ნათქვამია, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ავღანური პროვინცია ნიმროზის სიახლოვეს მოხდა.

"რადიო თავისუფლება" კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანულმა მხარემ არტილერიაც გამოიყენა.

ირანული მხარე ირწმუნება, რომ კონფლიქტის მიზეზად იქცა "სასაზღვრო ხაზთან დაკავშირებული არასწორი აღქმა თალიბების მხრიდან".

როგორც გამოცემა Tasnim განმარტავს, ირანელებმა კონტრაბანდისტებთან ბრძოლის ფარგლებში საზღვრისპირა რაიონში, ოფიციალური სასაზღვრო ზოლიდან რამდენიმე მეტრში, თავის ტერიტორიაზე ღობეები აღმართეს. 1 დეკემბერს, როდესაც რამდენიმე გლეხმა ეს ღობეები გადაკვეთა, თუმცა მაინც ირანის ტერიტორიაზე რჩებოდა, თალიბებმა, რომლებიც სიტუაციაში ვერ გაერკვნენ, ეს ადამიანები სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებად მიიჩნიეს.

ცნობისთვის: მოძრაობა "თალიბანი" ავღანეთის ხელისუფლებაში მიმდინარე წლის აგვისტოში დაბრუნდა. მისი რეჟიმი ჯერ მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S