Accentnews.ge
გამომძიებლები გამოთიშეს სისტემიდან, რომლითაც ისინი რუსეთის ჯარების გადაადგილებას ამოწმებდნენ

გამომძიებლები გამოთიშეს სისტემიდან, რომლითაც ისინი რუსეთის ჯარების გადაადგილებას ამოწმებდნენ

01/12/2021 15:40:02 მსოფლიო

საგამოძიებო პროექტ Conflict Intelligence Team-სა (CIT) და გამომძიებელი ჟურნალისტების კიდევ ერთ ჯგუფს გაუთიშეს წვდომა GdeVagon-ზე, რომლის მეშვეობითაც შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე ვაგონებისა და კონტეინერების ადგილმდებარეობის შემოწმება. ამ სერვისის მეშვეობით საგამოძიებო ჯგუფები უკრაინის საზღვრებისკენ რუსეთის ჯარების მობილიზებისთვის თვალის დევნებას.

მომხდარის შესახებ CIT იუწყება.

გამომძიებლები გეგმავდნენ, შეემოწმებინათ მატარებლის მარშრუტი, რომლითაც რუსეთს სავარაუდოდ უკრაინის მიმართულებით გადაჰქონდა ჯავშანტექნიკა და აღმოაჩინეს, რომ სისტემაზე წვდომა აღარ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი აქტიურად იყენებს სარკინიგზო ხაზებს სამხედროთა დისლოკაციის შესაცვლელად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S