
"მამას სურს, დაესწროს ხვალინდელ პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება"
01/12/2021 12:06:48 პოლიტიკა, საზოგადოება
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შვილმა და დედამ მოინახულეს. ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე შეემჩნევა.
"სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი რომ დაესწროს პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე დიდად არ გვისაუბრია. უბრალოდ მოვინახულეთ. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს, ზოგადად", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
ჯერ–ჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.