
დასაქმების, სოცმომსახურების სააგენტოსა და ვაკის გამგეობის ორგანიზებით ვაკის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
01/12/2021 11:39:37 საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ვაკის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ვაკის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო ვაკის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს მიეღოთ ინფორმაცია დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ და ასევე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების დასაქმების შემთხვევაში დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალურ საკითხებთან მიმართებით არსებული მექანიზმების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო კერძო დამსაქმებელმა, რომელმაც წარმოადგინა ვაკის რაიონში კომპანიის მიმდინარე ვაკანსიები დაინტერესებული პირებისთვის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ დასაქმების მსურველებს გააცნო ინფორმაცია სააგენტოში არსებული მიმდინარე აქტიური ვაკანსიების შესახებ.