Accentnews.ge
FDA-ს მრჩეველთა საბჭომ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილ პრეპარატს რეკომენდაცია გაუწია

FDA-ს მრჩეველთა საბჭომ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილ პრეპარატს რეკომენდაცია გაუწია

01/12/2021 11:17:20 მსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა საბჭომ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი პრეპარატ "მოლნუპირავირის" გადაუდებელი გამოყენების რეკომენდაცია გასცა. წამალი კომპანია "მერკმა" შექმნა.

თუ "მოლნუპირავირს" FDA-ს საბოლოო ავტორიზაცია მიენიჭება, პრეპარატი იქნება პირველი აბი, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრეპარატ "მოლნუპირავირის" გამოყენება 50%–ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას კორონავირუსით მსუბუქად და საშუალო სიმძიმით დაავადებულ ადამიანებში.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აბების მიღება შესაძლებელი იქნება საშინაო პირობებში, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სახიფათო დაავადების ადრეულ განკურნებას, არამედ – საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან არიდებას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში 2021 წლის ბოლომდე 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტის წარმოებას გეგმავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S