
ობიექტები, რომელში დასაქმებულთა უმრავლესობა აცრილი იქნება "მწვანე სერთიფიკატს" მიიღებენ
01/12/2021 09:38:51 საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს "მწვანე სერთიფიკატზე", რომელიც ისეთ ობიექტებს მიენიჭებათ, რომელთა თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება.
მისი თქმით, ზუსტდება პროცენტები, რამდენი თანამშრომლის აცრაზეა საუბარი:
"სამინისტროში გვქონდა შეხვედრა, დავიწყეთ აქტიური მუშაობა უკვე, ეს არის მწვანე სერთიფიკატები, რომელიც მიენიჭება იმ ობიექტს, რომელთა დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი. ეს პროცენტობა დაზუსტდება, დაახლოებით, 80%-ზეა დღეის მდგომარეობით საუბარი და მივანიჭებთ მწვანე სერთიფიკატს ისეთ ობიექტებს, რომლებსაც ეყოლებათ სტაფი ვაქცინირებული".
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, რომ არა მხოლოდ ვიზიტორის მიმართ იყოს წაყენებული მოთხოვნები, არამედ ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება აირჩიოს ობიექტი, რომელიც უსაფრთხოა.