Accentnews.ge
"ხვალ გვეცოდინება, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას"

"ხვალ გვეცოდინება, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას"

01/12/2021 09:32:14 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ექსპერტთა ჯგუფი დღეს დეტალურად განიხილავს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადებთან დაკავშირებულ საკითხს და უკვე ხვალ გასცემს რეკომენდაციას, რამდენად მიზანშეწონილია, რომ საქართველოში „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდეს.

"ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება. 18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის. სამთვიანი ინტერვალი დასაშვებია მხოლოდ „სინოვაკისთვის“ და „სინოფარმისთვის“, ხოლო „ფაიზერისთვის“ წინასწარი რეკომენდაციით საუბარი იყო 5-თვიან პერიოდზე 6 თვის ნაცვლად“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S