
NCDC: "საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული"
01/12/2021 08:26:20 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ცნობით, 1 დეკემბრის მონაცემებით, მილიონზე მეტი ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული.
ამ დროისთვის სრულად აცრილია 1 001 801 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.1%-ია.
რაც შეეხება ერთი დოზით აცრილებს, მათი რიცხვი 1 165 835-ია, მოზრდილი მოსახლეობის 41%.