
დღეიდან რეგიონებში კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფი ძვირდება
01/12/2021 08:13:27 საზოგადოება
2021 წლის პირველი დეკემბრიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს და ტარიფი 1 ლარი და 15 თეთრი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.