Accentnews.ge
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

01/12/2021 07:05:13 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4459 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა,
  • აჭარა - 186,
  • იმერეთი - 843,
  • ქვემო ქართლი - 257,
  • შიდა ქართლი - 349,
  • გურია - 136,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358,
  • კახეთი - 260,
  • მცხეთა-მთიანეთი - 128,
  • სამცხე-ჯავახეთი - 171,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც:

6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 610, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 388.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 649, აჭარაში - 122, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 370 პირი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 39, იმერეთში - 33.

1 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 249 - აჭარაში.

38 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 760 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S