მიჩიგანის შტატში, 15 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები
01/12/2021 06:19:56 მსოფლიო
აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში 15 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. სროლას 3 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 პირი, მათ შორის მასწავლებელი დაშავდა.
ოფიციალური პირების თქმით, დაიღუპა 16 წლის ბიჭი, 14 და 17 წლის გოგონები.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა სკოლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა იარაღით, რომელიც მისმა მამამ პარასკევს იყიდა.
ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა. დაკავების დროს სროლა არ მომხდარა. პრეს–კონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სროლის მოტივი ჯერ დადგენილი არაა.
დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.


