Accentnews.ge
ჯანმო „ომიკრონის" გავრცელების გამო მოქალაქეთა ნაწილს  მოგზაურობის გადადების რეკომენდაციით მიმართავს

ჯანმო „ომიკრონის" გავრცელების გამო მოქალაქეთა ნაწილს მოგზაურობის გადადების რეკომენდაციით მიმართავს

01/12/2021 06:10:28 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის შტამის „ომიკრონი" გავრცელების გამო მოგზაურობასთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს.

ჯანმო 60 წლის ზემოთ პირებსა და კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელებს სადღესასწაულო სეზონზე საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ, ან დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები ან თანმხლები დაავადებების მქონე პირები (მაგ. გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი) უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მგზავრობა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება ხდება“, - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S