
დღეიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა
01/12/2021 05:40:20 საზოგადოება
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.
ადგილები, სადაც "მწვანე სტატუსის" წარდგენის შემთხვევაში შეხვალთ:
- რესტორნები, კაფეები, ბარები, - ღია და დახურული სივრცეები,
- კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
- სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
- სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების საბაგირო გზები.
"მწვანე სტატუსი" ენიჭებათ მოქალაქეებს, ვინც:
- აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით;
- წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს;
- გადაიტანა კოვიდინფექცია.
"მწვანე პასპორტის" არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს. რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.