
რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ეხსნებათ
01/12/2021 05:36:32 საზოგადოება
დღეიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.
"რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან", -განაცხადა უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ 24 ნოემბერს.
დღეიდან რესტორნებში შესვლა მხოლოდ "მწვანე პასპორტით" იქნება შესაძლებელი.