ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას "შესთავაზებს"
30/11/2021 18:50:30 მსოფლიო
მინსკი მოსკოვს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას შესთავაზებს, თუ პოლონეთში ამერიკული ბირთვული ქობინები გამოჩნდება, - განაცხადა დღეს ბელარუსის ნახევრადლეგიტიმურმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ "Россия сегодня"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამგვარად გამოეხმაურა იგი ნატო-ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვებს აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ბირთვული შეიარაღების შესაძლო განთავსების შესახებ.
კითხვაზე, მაინც რა სახის რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას განიხილავს იგი თავის ქვეყანაში, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უპირატესობას მიანიჭებდა "ამგვარი ურთიერთშეხების შემთხვევისთვის ყველაზე ეფექტურ იარაღს".
"ჩვენ ბელარუსის ტერიტორიაზე ამისთვის მზად ვართ. როგორც მზრუნველმა მეპატრონემ, არაფერი გავანადგურე - ყველაფერი თავის ადგილზეა" - დასძინა მან.


