Accentnews.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან  საპროტესტო აქცია გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

30/11/2021 11:53:20 საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სუს-ტემა უნდა დაინგრეს!" გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა სუს-ის საქმიანობა გააპროტესტეს. აქტივისტების გარდა, აქციას შეუერთდნენ დროასა და ლელოს წევრებიც.

"მოვედით იმ შენობასთან, სადაც იხარშება ყველა ის ბოროტება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. აქ გვართმევენ არჩევნებს, აქედან დაძვრებიან ჩვენს ტელეფონებში და საძინებლებში. აქედან გეგმავენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელმაც დაგვაშორა ევროპულ ორბიტას და მიგვექაჩება რუსეთისკენ. ეს არის საინფორმაციო აქცია იმის გადასახარშად, თუ როგორი ბოროტებაა სუს-ი და როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი სუს-ის დახმარებით ქვეყანას", - განაცხადა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S