"ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის გამო რესპუბლიკელებმა აშშ-ის სენატში ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის მიღება დაბლოკეს
30/11/2021 11:20:04 მსოფლიო
რესპუბლიკელებმა აშშ-ის სენატში 770-მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტის მიღება დაბლოკეს და გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გარეშე მის განბლოკვას არ აპირებენ. ბიუჯეტს 45-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, პროექტის წინააღმდეგ კი ხმა 51-მა მისცა.
სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკული მედია წერდა, რომ თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორებს მიმართეს თხოვნით, "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მიმართ შეზღუდვების გამმკაცრებელი შესწორებების მიღება არ დაეშვათ.
გაზსადენის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემთხვევაში რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე უარს იტყვის.
მანამდე აშშ-ის კონგრესს სანქციების არდაწესების თხოვნით გერმანიის მთავრობამაც მიმართა.
ცნობისთვის: სენატში განსახილველად წარდენილია სამხედრო ბიუჯეტის დემოკრატების მიერ მომზადებული შესწორებათა პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. შეზღუდვები შეეხება გაზსადენსაც და პირადად პრეზიდენტ პუტინსაც.


