Accentnews.ge
საბერძნეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელ 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს ყოველთვიურად დააჯარიმებენ

საბერძნეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელ 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს ყოველთვიურად დააჯარიმებენ

30/11/2021 10:37:46 მსოფლიო

საბერძნეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელ 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს ყოველთვიურად დააჯარიმებენ.

Reuters-ის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება ხელისუფლებამ უკვე გასცა. ის 16 იანვრიდან ამოქმედდება და 60 წლის ზემოთ აუცრელ მოქალაქეს ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ჯარიმებიდან შემოსული თანხა სპეციალურ ფონდში ჩაირიცხება, რომელიც თანხას საბერძნეთის საავადმყოფოების დასაფინანსებლად გადარიცხავს.

საბერძნეთში ბოლო პერიოდში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ქვეყანაში ამ დროისთვის მოსახლეობის დაახლოებით 63%–ია სრულად ვაქცინირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S