Accentnews.ge
ბელარუსი და რუსეთი უკრაინის საზღვართან ერთობლივ წვრთნებს აანონსებენ

ბელარუსი და რუსეთი უკრაინის საზღვართან ერთობლივ წვრთნებს აანონსებენ

30/11/2021 09:24:08 მსოფლიო

ოფიციალური მინსკი რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებას აანონსებს.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრ ვიქტორ ხრენინის განცხადებით, წვრთნები "საშუალო ვადიან პერსპექტივაში" ჩატარდება ბელარუს–უკრაინის საზღვართან.

მას თარიღები არ დაუსახელებია, თუმცა მიანიშნა, რომ წვრთნები იქნება პასუხი ინფორმაციაზე სამხედრო ძალების განლაგების შესახებ ბელარუსისგან დასავლეთით და სამხრეთით.

"თვალს ვადევნებთ სამხედრო ძალების ფორმირებას ჩვენს სახელმწიფო საზღვრებთან... შეშფოთებას იწვევს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მილიტარიზაცია და იძულებული ვართ, დავგეგმოთ საპასუხო ზომები", - აცხადებს ხრენინი.

ნატოს 2017 წლიდან ჰყავს განლაგებული ოთხი საერთაშორისო საბრძოლო დანაყოფი პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების: ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის დასაცავად. ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან რიგაში შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა "გამჭვირვალობისკენ, დაძაბულობის შემცირებისა და დეესკალაციისკენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S