Accentnews.ge
„ლელო“ ინიციატივით გამოდის, რომ 3 წლით მედია ყველანაირი გადასახადისაგან გათავისუფლდეს

„ლელო“ ინიციატივით გამოდის, რომ 3 წლით მედია ყველანაირი გადასახადისაგან გათავისუფლდეს

30/11/2021 08:40:31 პოლიტიკა, საზოგადოება

„ლელო“ ინიციატივით გამოდის, რომ 3 წლით მედია ყველანაირი გადასახადისაგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ პარტიის წევრმა საბა ბუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის საჭიროება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივამაც გამოიწვია, რომელიც აზარტული თამაშების შეზღუდვასა და მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს:

"პირველ რიგში, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, პანდემიით, რომელმაც სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ასევე "ლელოს" ინიციატივის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელის ინიციატივის შემდეგ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას. სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართული. „ლელო“ აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევენებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო ბაზარზე შესული თანხის სახით დისკომფორტი შეუქმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს. ღარიბაშვილი ორმაგი სტანდარტი ჩანს თუნდაც იმაში, რომ წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა რამდენიმე ქალაქში კაზინოს შექმნას. გვპირდებოდა, მაგალითად, ბათუმთან, გონიოში კაზინოს ქალაქის შექმნას. ასევე, ამ ზაფხულს ირაკლი ღარიბაშვილმა გადასახადებისგან გაათავისუფლა რამდენიმე კაზინო და მოსაკრებელი გაუნახევრა თბილისში მდებარე კაზინოებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ორმაგ სტანდარტს და უტიფრობას, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი და ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აზარტული თამაშების რეგულირება და მოწესრიგება კი არ უნდა, მათ სურთ აზარტული თამაშების გავლით მედიაზე მოახდინონ ზეგავლენა".

მისი თქმით, უახლოეს მომავალში „ლელო“ მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ეს შეთავაზება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S