Accentnews.ge
თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

30/11/2021 06:59:01 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5050 შემთხვევა გამოვლინდა, 80 ადამიანი გარდაიცვალა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.95%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა,

  • აჭარა - 240,
  • იმერეთი - 865,
  • ქვემო ქართლი - 293,
  • შიდა ქართლი - 482,
  • გურია - 160,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 475,
  • კახეთი - 317,
  • მცხეთა-მთიანეთი - 172,
  • სამცხე-ჯავახეთი - 156,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 362 საიდანაც: 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 600, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 121, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 38, იმერეთში - 35. 1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 693 - თბილისში, 241 - აჭარაში. 37 673 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 494 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S